აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლების ელ-ფოსტაზე კიბერშეტევა დაადასტურა

 

კიბერთავდასხმამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელების ელ-ფოსტას მიაყენა ზიანი. ირკვევა, რომ კიბერშეტევამ უწყების თანამშრომლების 1%-ზე ნაკლები დააზარალა. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

ჯერ კიდევ 7 სექტემბერს, უწყების თანამშრომლები განმარტავდნენ, რომ მათი ელექტრონული ფოსტიდან უცნობმა პირმა პირადი ინფორმაცია მოიპარა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, შესაბამისი უწყებები თავდამსხმელის ვინაობის დადგენაზე აქტიურად მუშაობენ.

როგორც TechCrunch-ი წერს, სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული მოწყობილობების მხოლოდ 11% იყენებს ნამდვილობის დადგენის ორმაგ დამცავ სისტემას (two-factor authentication).

2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8% არის. 2014 წელს კიბერშეტევების შედეგად მიყენებული ზარალი მსოფლიოში 445 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთი შექმნის დღეს აღნიშნავს – 19-20 სექტემბერს დროებითი საზღვარი დაიკეტება
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარიხუანის მოწევა დაუშვეს, მაგრამ არა ყველგან