ისრაელმა Ил-20-ის ჩამოგდებაში ასადის რეჟიმს დააკისრა პასუხისმგებლობა

რუსული თვითმფრინავის Ил-20-ის სირიაში ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ისრაელმა ასადის რეჟიმს დააკისრა. ისრაელის სამხედროების თქმით, მათმა გამანადგურებელმა სირიის ტერიტორიაზე იარაღის საწყობზე მიიტანა იერიში, რომელიც ირანისა და ლიბანისკენ გზაზე მდებარეობს და რომელიც დაჯგუფება “ჰეზბოლასთვის” იყო განკუთვნილი.
ამის შემდეგ, სირიის არმიამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემიდან ცეცხლი გახსნა და უყურადრებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ ჰაერში რუსული თვითმფრინავი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას ავრცელებს.

“ისრაელის მფრინავები რუსულ თვითმფრინავს ამოეფარნენ და ამით ისინი სირიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის წინაშე დააყენეს, რომლის შედეგადაც Ил-20, სარაკეტო კომპლექსმა С-200-მა ჩამოაგდო” -ამის შესახებ რუსმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უფლებას იტოვებს ადეკვატური მოქმედებით უპასუხოს ისრაელს, რომლის მოქმედებაც სამხედრო უწყებაში განიხილება, როგორც პროვოკაციული და მტრული.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ბონდარევმა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლოა ფრანგ სამხედროებსაც დააკისრა. მან განაცხადა, რომ საფრანგეთმა “გაართულა საჰაერო მდგომარეობა და ამით სირიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობა არია” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარიხუანის მოწევა დაუშვეს, მაგრამ არა ყველგან
შემდეგი სტატიაუნგრეთი 2020 წლიდან რუსულ გაზს მიიღებს