ჰააგის ციხეში სერბი გენერალი ტოლიმირი მოკვდა

ჰააგის დაკავებულთა ცენტრში სერბეთის რესპუბლიკის ყოფილი მთავარსარდალის მოადგილე ზდრავკო ტოლიმირი გარდაიცვალა – ამის შესახებ სააგენტო “ტანიუგი” წერს.
67 წლის დაკავებულის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით არ ვრცელდება. მას ყოფილი იუგოსლავიის შესახებ საერთაშორისო ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გენერალი, რომელიც ბოსნიის ომის დროს 1992-1995 წლებში ბოსნიაში დაზვერვასა და კონტრ-დაზვერვას კურირებდა, დამნაშავედ სცნეს სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ კი, სრებრენისაცა და ჟენაში მუსლიმების მასობრივ დახოცვაში. თვითონ თავს დამნაშავედ არ გრძნობდა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო-პოლიტიკური ვითარება სირიაში
შემდეგი სტატიააშშ-მ “ისლამური სახელმწიფო” “ნავთობის მინისტრის” ცოლის დაღუპვაში დაადანაშაულა