სამხედრო პოლიციაში კრწანისის ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამის გამოკითხვა მიმდინარეობს

სამხედრო პოლიციაში კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა, რომან შენგელია გამოკითხვაზე შევიდა.

ის სამხედრო პოლიციაში კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი შემთხვევის
ადგილის დათვალიერების შემდეგ მოვიდა.

შენგელიას გუშინ გაკეთებული განცხადების გამო გამოკითხავენ. გუშინ მან თქვა, რომ მიმალვაში მყოფ ორ პირთან დაკავშირება შეძლო, ერთ-ერთი მათგანი მისი მეორე ვაჟი გიორგი შენგელიაა, გამოძიების მტკიცებით შემთხვევის ადგილზე გიგა შენგელიას გარდა კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშილარი კვლავ გაუფასურდა – ერთი ამერიკული დოლარი 2.4080 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაკოჯორსა და კიკეთში მოსახლეობისთვის შეშის დარიგება გრძელდება