კოჯორსა და კიკეთში მოსახლეობისთვის შეშის დარიგება გრძელდება

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორსა და კიკეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგება გრძელდება. 10-მდე ოჯახს შეშა დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძემ მიუტანა. უახლოეს დღეებში, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ დასახლებებში შეშით სულ 160 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.

უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნასთან დაკავშირებით, შეშით წყნეთის მოსახლეობაც იქნება უზრუნველყოფილი. თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, შეშა, ეტაპობრივად, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებსაც მიეწოდებათ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციაში კრწანისის ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ნადირის ტყავის ნაადრევი გაყოფა, რომელიც ჯერ არავის მოუკლავს, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს”