,,სამყარო ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდ აქ ვყოფილვარ და გინდ იქით”-მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.  შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა  მედიასთან განმარტა, მის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

„რა განცხადებაც გავაკეთე, ეს იყო ემოციის ფონზე. ჩემ ადგილას სხვა მეტსაც იტყოდა. განცხადებიდან სამი თვის შემდეგ იმიტომ ხდება ჩემი დაბარება, რომ ყველანაირად ცდილობენ რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ. ეს სამყარო ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდ აქ ვყოფილვარ და გინდ იქით”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით ,დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტება გააკეთეს. როგორც სუს-ში აღნიშნეს, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული.

როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

„საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა”, – განაცხადეს სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიტრაპიზონში, მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოყვა, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას – გიორგი ვაშაძე