ცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას – გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას კი “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ განცხადება „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ვაშაძის განცხადებით, ცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას საარჩევნო ადმინისტრაციაში.
გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ცესკო-ს ორი დადგენილება წარადგინა, 2017 და 2018 წლების საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რომლებიც ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ წელს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გასაუბრებაზე აღარ დაიბარებენ.

„ამ ორ დოკუმენტს შორის არის ერთადერთი განსხვავება, 2017 წელს საოლქო საარჩევნო კომისიებს კომისია უფლება მოსილი იყო მონაწილეები კონკურსში საუბნო საარჩევნო კომისიებში დაებარებინა გასაუბრებაზე, 2018 წელს ეს მუხლი გაქრა ამ დოკუმენტიდან,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საარჩევნო კომისიებში ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. მისი თქმით, თამარ ჟვანია აკეთებს ყველაფერს, რომ მომავალი არჩევნები გაყალბდეს.

„ახლა მათ უნდათ, რომ აგვიკრძალონ გასაუბრებაც კი საუბნო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ პროფესიონალურ ადგილზე დასანიშნ წევრებთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, თამარ ჟვანიამ ცესკო აქცია „ქართული ოცნების“ შტაბად. მისი დავალებაა, რომ ისე დააკომპლექტონ საარჩევნო კომისიები, რომ შექმნას ტოტალური გაყალბების მექანიზმი. მე მოვუწოდებ მას, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და თოთოეული კანდიდატი, რომელიც ინიშნება დამოუკიდებელ წევრად, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობთ და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით გასაუბრებით იქნას დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში,,სამყარო ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდ აქ ვყოფილვარ და გინდ იქით”-მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“ – დავით ზალკალიანი