ტრაპიზონში, მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოყვა, არიან დაშავებულები

თურქეთში, ტრაპიზონში გამთენიისას  ქართული სანომრე ნიშნით მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.

როგორც საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.​ დანარჩენები მსუბუქად დაშავდნენ  და მათ სასწრაფო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ავარიის მიზეზად ორი ვერსია სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი მობილურზე საუბრობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაბრუნდა, ხოლო მეორე ვერსიით – მას ჩაეძინა.

მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ტყის მცველი დააკავა
შემდეგი სტატია,,სამყარო ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდ აქ ვყოფილვარ და გინდ იქით”-მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს