სამხარაძე ვოლსკიზე: ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება მას ნერვებმა უმტყუნოს

“ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება მას ნერვებმა უმტყუნოს, ძალიან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე მალაპარაკებთ”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე,გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს აქტივისტების მისამართით.

“შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს და ნებისმიერ საჯარო პირს აქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კარგი საქციელი არ არის. იცით რა, ძალიან რთულია იმ ეპიზოდში, თან, თქვენ (ჟურნალისტს) რაღაცებს არ ყვებით, როგორც აქ ჩემს წინ გამომსვლელმა თქვა, თურმე აგინებდნენ მას. თქვენ ამბობთ, მონა უწოდეს, ვიღაც ამბობს აგინებდა, ადამიანს შეიძლება რაღაც მომენტში ნერვებმა. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მომენტში, თუ მას შეურაცხყოფას აყენებენ უხამსი ფორმით, შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს.
არ აქვს მნიშვნელობარომელი მოწვევის პარლამენტის წევრია, შეიძლება 27-ე მოწვევის წევრი იყოს, მაგრამ ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება მას ნერვებმა უმტყუნოს, ძალიან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე მალაპარაკებთ”, – ამბობს სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიპოზნერი: საქართველოში კიდევ წავალ, რატომაც არა?
შემდეგი სტატია,,ლელო”: მოვითხოვთ, ,,ოცნებამ” ვოლსკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს