პოზნერი: საქართველოში კიდევ წავალ, რატომაც არა?

რუსმა ჟურნალისტმა, საბჭოთა პროპაგანდისტმა ვლადიმერ პოზნერმა რუსულ მედიასთან, NEWS.ru-სთან, განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნდება.

“მე იქ კიდევ წავალ, რატომაც არა? ასეთ შესაძლებლობას საერთოდ არ გამოვრიცხავ. მე იქ ბევრი მეგობარი მყავს, როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში”, – ამბობს ვლადიმირ პოზნერი.

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოს დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუწია.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ვოლსკიზე: როცა მონას გეძახიან, ძნელი მოსათმენია
შემდეგი სტატიასამხარაძე ვოლსკიზე: ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება მას ნერვებმა უმტყუნოს