,,ლელო”: მოვითხოვთ, ,,ოცნებამ” ვოლსკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს

პოლიტიკური პარტია “ლელო” “ქართული ოცნების” ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მიერ აქტივისტების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ჟესტს ეხმაურება და ითხოვს, რომ მას მმართველმა პარტიამ თანამდებობა დაატოვებინოს.

“პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება ადამიანის ქცევის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტს.

ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.

ლელო კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია ქართულ ოცნებას და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს”, – წერია განცხადებაში.

დღეს, 2 აპრილს, გია ვოლსკიმ, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე ვოლსკიზე: ადამიანს დედას თუ შეაგინებ, შეიძლება მას ნერვებმა უმტყუნოს
შემდეგი სტატიაგურამ დოჩანაშვილი “ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს