სამხარაძე: ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ახლადგამოჩეკილი მოწინააღმდეგე მხარის გამოჩენამ!

„ქართული ოცნება“ ყველაზე დიდი პარტიაა ოფიციალური პარტიის წევრების და მინიმუმ 1 მილიონი ერთგული ამომრჩევლის რაოდენობით, რომელსაც საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ დამსახურებული მაღალი ნდობიდან და მხარდაჭერიდან გამომდინარე, მესამედ ვადით მისცა მმართველი პარტიის სტატუსი და სახელმწიფოს მართვის სადავეები. წარმოუდგენელი ამბავია, ვინმეს ჰქონდეს ოცნების დამარცხების ამბიცია, რადგან გამარჯვება გარდაუვალია, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახალი მოწინააღმდეგის გამოჩენამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ახლადგამოჩეკილი მოწინააღმდეგე მხარის გამოჩენამ! რატომ უნდა სურდეთ პოლიტიკაში დარჩენა/მობრუნება? რა მოლოდინები შეიძლება ამოძრავებდეთ ადამიანებს, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ სახელმწიფოსა და საკუთარი გუნდის ღალატი? კითხვებზე პასუხების მიღებაში გვეხმარება ის, რომ ნებისმიერი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი და განხორციელებული ქმედება ემსახურება ნაციონალური მოძრაობის და მათი ლიდერის ინტერესებს. პარტიიდან პარტიაში მორბენალის ერთადერთი მიზანი, ოცნების დასუსტება და ოპოზიციის გაძლიერებაა, რასაც ვერასდროს ვერ მიაღწევს, ქვეყნიდან ქვეყანაში და თვითმფრინავიდან თვითმფრინავში ხტუნაობით. როგორ ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ საზოგადოების მაღალ ნდობას, როგორ იზრდება დღითიდღე ჩვენი ამომრჩეველთა რაოდენობა და როგორ შეუძლია მოსახლეობას შავის და თეთრის სწორად გარჩევა, ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიმარჯვებთ. საქართველო ჩვენ ვართ“, – წერს სამხარაძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 256.2 ლარია
შემდეგი სტატიასაქართველოში, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება