საქართველოში, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება

საქართველოში, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი.

ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამავე თემაზე:საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 256.2 ლარია

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ახლადგამოჩეკილი მოწინააღმდეგე მხარის გამოჩენამ!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა