საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 256.2 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 4.4%-ით (53.5 ლარით გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობის მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით);
    პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით);
  • მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით);

    ასევე საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია
შემდეგი სტატიასამხარაძე: ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ახლადგამოჩეკილი მოწინააღმდეგე მხარის გამოჩენამ!