სამეგრელოში შესაძლოა სახალხო მღელვარება დაიწყოს – ვინ ლობირებს ლებარდეში ჰესის მშენებლობას

სამეგრელოში შესაძლოა მალე მოხდეს ის, რაც რამდენიმე თვის წინ პანკისში მოხდა. არსებობს იმის საშიშროება, რომ ხელისუფლებამ ამჯერადაც ძალის გამოყენებით დაიწყოს ურთიერთობის დამყარება საკუთარ მოსახლეობასთან.
საქმე ის არის, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ ლებარდეში, მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება. ამის თაობაზე მოსახლეობამ არაფერი იცის, რადგან მშენებლობა გასაიდუმლოებულია.
ცნობისთვის: ლებარდე  სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ადგილი გამოირჩევა სუფთა ჰაერით და სასარგებლო მინერალური წყლით.
კურორტი საბჭოთა პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავ დამსვენებელს იზიდავდა. ამჟამად კი ლებარდეში საკურორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დაზიანებულია კურორტამდე მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზაც, ხოლო რამდენიმე ადგილზე მდინარეს ხიდიც კი აქვს წაღებული. იქ მხოლოდ რამდენიმე ძველი ხის შენობაა შემორჩენილი, რომელსაც ზაფხულში მცირე რაოდენობით დამსვენებელი სტუმრობს.
იმისათვის, რომ კურორტი ლებარდე სრულფასოვნად აღდგეს, მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო, თუმცა ამის ნაცვლად ხელისუფლება ჰესის მშენებლობას გეგმავს.
ლებარდეში ჰესის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, „თაიმერი“ მისი გადამოწმების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. თურნავას უწყებაში განგვიცხადეს, რომ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუციათ, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ჰესის მშენებლობას უშუალოდ მარტვილის მერი გრიგალავა ლობირებს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის კადრია. გამოდის, რომ კურორტ ლებარდეში ჰესის მშენებლობით კალაძეა დაინტერესებული.
თუ კალაძის წარსულს გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს. მოგეხსენებათ, სანამ თბილისის მერი გახდებოდა, კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო. მას ენერგოინტერესები წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა. ასე რომ, მოარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურორტ ლებარდეში ჰესი შესაძლოა აშენდეს, სავსებით ლოგიკურია. როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ ითვალისწინებს შესაძლო შედეგებს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ლებარდეში ჰესის მშენებლობის დაწყებას მეგრელები არ შეეგუებიან და სამეგრელოში დიდი სახალხო აჯანყება იფეთქებს!

 

https://youtu.be/EZCoxSJEkGU

 

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყების დანაშაულებრივი დუმილი თუ უნიათობის აპოგეა?
შემდეგი სტატიარუსული და შეერთებული შტატების სამხედრო გემები თითქმის ერთმანეთს დაეჯახნენ