რუსული და შეერთებული შტატების სამხედრო გემები თითქმის ერთმანეთს დაეჯახნენ

რუსეთი და აშშ ერთმანეთს ადანაშაულებენ სამხედრო გემების თითქმის 50 მეტრში დაახლოებაში, რომელიც კინაღამ შეტაკებით დასრულდა. შემთხვევა აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვაში მოხდა. “ჩარსელორსვილსა” და “ადმირალ ვინოგრადოვს” შორის ინცდენტი პარასკევს დილით მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკულმა სამხედრო გემმა კურსი მოულოდნელად შეიცვალა და “ადმირალ ვინოგრადოვისკენ” წავიდა. რუსულმა ეკიპაჟმა საგანგებო მანევრირება განახორციელა.

თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემ რუსი მეზღვაურების მოქმედებას “არაპროფესიონალიზმი და საშიში” უწოდა – “ბიბისი” წერს. აშშ-ს მეშვიდე ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კლეიტონ დოსმა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას პროპაგანდისტული უწოდა. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსული გემი ამერიკულთან 13-30 მეტრის სიახლოვეში იყო მისული.

მოგვიანებით შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ საშიში დაახლოების ვიდეო გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში შესაძლოა სახალხო მღელვარება დაიწყოს – ვინ ლობირებს ლებარდეში ჰესის მშენებლობას
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე ერთიანდებიან