სამეგრელოს უშიშროების სამსახურში აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ზვიად ლაგვილავას საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში, უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ზვიად ლაგვილავას საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ამავე სამსახურის, ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი დემურ ბარამია.
არაოფიციალური ცნობით, გამოძიება დემურ ბარამიას წყლის ავზის არასწორ მონტაჟს ედავება, რამაც საბოლოოდ აფეთქება გამოიწვია და ზვიად ლაგვილავას სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში დემურ ბარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი, ზვიად ლაგვილავა 2014 წლის 28 ოქტობერს, სამსახურის შენობაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი – გარკვეული გაგებით, მადლობა კანდელაკსაც
შემდეგი სტატიაპარლამენტის კომიტეტების სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს