ლევან ბერძენიშვილი – გარკვეული გაგებით, მადლობა კანდელაკსაც

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

”გარკვეული გაგებით მადლობა კანდელაკსაც მინდა ვუთხრა, რადგან ათქმევინა ბოლოს და ბოლოს იუნკერს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა სტრასბურგში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, 21 აპრილს საქართველო მიიღებს ძალიან ნათელ პასუხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ქვეყანას აუცილებლად ექნება ვიზალიბერალიზაცია.

”ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება იყო ძალიან ნათელი, გარკვეული. კარგია რომ გიორგი კანდელაკმა დაუსვა პირდაპირი შეკითხვა. შეკითხვის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხომ არ დაევალება საქართველოს რაიმე დამატებით და ხომ არ დაისჯება ქართველი ხალხი, მთავრობის უსაქციელობის გამო, რაზეც მან ნათელი პასუხი მიიღო, რომ საქართველოს არავითარი ახალი დავალება არ მიეცემა, საქართველოს მთავრობამ გაართვა თავი ამოცანას და საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. ეს ყველანაირად დადებითი პასუხია. გარკვეული გაგებით მადლობა კანდელაკსაც მინდა ვუთხრა, იმიტომ, რომ ათქმევინა ბოლოს და ბოლოს იუნკერს, რომ ის საფრთხე, რომელიც თითქოს შეიქმნა საქართველოს ირგვლივ არ არსებბს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიასამეგრელოს უშიშროების სამსახურში აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ზვიად ლაგვილავას საქმეზე ერთი პირი დააკავეს