სამეგრელოს რეგიონში მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებები აქტიურად მიმდიანრეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.
ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მავნებელი საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები.
სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობისთვის პრეპარატებისა და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგის) გაცემა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სამუშაოები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მომდევნო წლებში ყველა მუნიციპალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება
შემდეგი სტატიამანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი – ქართველი რეჟისორების გამარჯვება ნიუ იორკში