მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი – ქართველი რეჟისორების გამარჯვება ნიუ იორკში

ქართველი რეჟისორების გამარჯვება ნიუ იორკში. მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალზე პირველი ადგილის და ოქროს მედლის მფლობელი დავით აბრამიშვილისა და გიორგი გოგიჩაიშვილის “8 წუთი” გახდა.

ქართველი რეჟისორების ნამუშევარი 10 ფინალისტს შორის შეარჩიეს და ხმების რეკორდული რაოდენობით გამარჯვებაც მიაკუთვნეს.

“8 წუთი” პირველი ქართული ფილმია, რომელიც მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. სურათი აპოკალიფსური შინაარსისაა და მოგვითხრობს, რა მოხდება დედამიწაზე მზის ჩაქრობის შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებები აქტიურად მიმდიანრეობს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს