სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულის მიზანია, თითოეული მოქალაქის სახლის კარამდე მივიდეს მართებული ინფორმაცია – თუ რა არის ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა და რა გზებით არის შესაძლებელი ვაქცინის მიღება.

„ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად ერთვება ინფორმაციის გავრცელების პროცესში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 10 000 საინფორმაციო ბუკლეტის დარიგებას სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი შექმნა