ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი შექმნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი www.er.moh.gov.ge ამოქმედდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საიტზე რეგისტრაციის შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

“ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა