სამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

STV-ს ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინდია ივანიშვილი დანიშვნის თაობაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას  “თაიმერთან” ადასტურებს.

უწყების განცხადებით ვინაიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა არის ვაკანტური, იმისათვის რომ ამ პერიოდში სამმართველოში არ ყოფილიყო რაიმე სახის შეფერხება, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ფუნქციების დროებით შესრულება დაეკისრა დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს მინდია ივანიშვილს.

ივანიშვილი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და ბოლო წლებში გარემოს დაცვის დეპარტამენტში გადაინაცვლა.

ამ პოსტზე მან ბესიკ მაქაცარია შეცვალა. ეს არის ის სფერო, სადაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რბილად რომ ვთქვათ, გარღვევა აქვს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ სტრუქტურაში სკანდალურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზედაც „თაიმერი“ ექსკლუზიურად ადრე იტყობინებოდა. ამ უწყებაში მომხდარი სკანდალის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა. ბაკურ გულუა თანამშრომელებს აიძულებდა ერთმანეთის მაკომპრომატირებელი ვიდეოჩანაწერების გაკეთებას, რასაც თანამშრომელების უარი მოჰყვა. როგორც  “თაიმერის” წყარო აცხადებდა, ასეთი ვიდეოჩანაწერები კეთდებოდა, თუმცა გულუამ თანამშრომლების სრული “დამონება” გადაწყვიტა, რამაც ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოში “აფეთქება” გამოიწვია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიის თანამშრომელებმა აღნიშნული ინფორმაცია ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს პაატა ბატიაშვილს მიაწოდეს. ბატიაშვილის თანდასწრებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბაკურ გულუას ჯერ კაბინეტის კარი აუჭედეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ყოფილმა მინისტრმა არ დააყოვნა და ბაკურ გულუა, რომელიც ქართულ ოცნებაში “ნაცების” „პორტირებით“ იყო დაკავებული, უვადო შვებულებაში გაუშვა“.

რამდენიმე დღის წინ , ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, ვინმე ნუკრი სორდიამ, პისტოლეტის ტარი ჩაარტყა თავის თანამშრომელს. დაზარალებულს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ბიზნეს-წილების გადანაწილება იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ უწყებაში. ეს ის უწყებაა, სადაც ფულის გათეთრების თავისებური სქემა არსებობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „სანამ იარსებებს ხე-ტყე, იარსებს კორუფციაც“.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ხარობს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ