ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ხარობს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჭადრის ხეზე პალმა ხარობს. დარჩება თუ არა პალმა ჭადარზე, ეს ხეების პასპორტიზაციის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, აცხადებს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორი ზვიად ქარჩავა.

„ახლა ვიწყებთ ხელახალ პასპორტიზაციას. საბოლოოდ კომისია გვეტყვის რა ვუყოთ ამ პალმას, დარჩეს თუ მოვჭრათ“, – ამბობს ზვიად ქარჩავა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ენდიაის მთავარი მიზანი გამჭირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა და არა არჩევნებში რომელიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს