მარინა ეზუგბაია: პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით 14 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რამდენიმე პაციენტი კლინიკაში დღის განმავლობაში შეიყვანეს, თუმცა ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

​მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტს აუღეს ანალიზი კორონავირუსზ, თუმცა პროცესი გაჭიანურდა პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე. მისივე ინფორმაციით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ.

„ყველა ამ შეთხვევაში პაციენტების მოთავსებისას ასეთი შესაძლო სრული კრიტერიუმები არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია. გვაქვს ეპიდკერა და ერთი სიმპტომი, ძირითადად, ტემპერატურა. ჩვენ გვსურს, რომ გარკვეულწილად არც ერთი შემთხვევა არ გაგვეპაროს, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიაშოთა შალელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს