სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ავსტრიის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის ურთიერთოიბების გაღრმავებაზე და დამეგობრებული რეგიონების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფოირმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მემორანდუმის შესაბამისად მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ტიროლის ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას საქარტველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ავსტრიაში ვიზიტის დროს გამოეხმაურა ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი.

„როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა“ – აღნიშნა პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე დერ ბელენმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა
შემდეგი სტატიაკობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე, კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე