დეგნანი – ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს არ ჰქონდა შანსი შეხვედროდა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მისი თბილისში ვიზიტისას და მსგავსი შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაჩნდეს ოლსონის შემდეგ ვიზიტზე.

ამის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ერიკა ოლსონის მისამართით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

„როგორც ვიცი, მერმა კალაძემ განმარტა თავისი განცხადება. როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი იმყოფებოდა საქართველოში კავკასიის რეგიონში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა თბილისის მერ კახა კალაძეს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა თბილისში, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ორგანიზება გავუწიოთ მერთან შეხვედრას, რათა მათ ჰქონდეთ საუბრის საშუალება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საელჩოს აკეთებს ბევრ საქმეს დედაქალაქის მერიასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პარტნიორები ვართ და ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიარ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან – დეკანოზი ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ავსტრიის ელჩს შეხვდა