სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება. მხარის პირველმა პირმა, სენაკის საჯარო სკოლაში მოწამლული მოსწავლეები სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან ,,თაიმერს” აცნობეს, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 4 მოზარდი აგრძელებს,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“თამერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სენაკის სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. ამ დროის ინფორმაციით, მოწამლული იყო 24 ბავშვი,რომელთაგან ოცი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაიწერა.

შეგახსენებთ, ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო. რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი,გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიროენა ხუცურაული სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
შემდეგი სტატია,,ვინც მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ტერაქტზე წარმოდგენა არ აქვს”