,,ვინც მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ტერაქტზე წარმოდგენა არ აქვს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საგულშემარტკივროდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მივიდა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილთან მეგობრობს და იცის, რომ მას ტერორიზმთან არაფერი აკავშირებს.

„ვმეგობრობ მასთან და ძალიან ვგულშემატკივრობ. ვინც ამ გამოძიებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ტერაქტზე წარმოდგენა არ აქვს. სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები ვერ მოვისმინე. ეს ყველაფერი სხვა თემების გადაფარვას ჰგავს. წარმოუდგენელია, ამ კაცისგან ასეთი ქმედებები. ის საქართველოს ერთი კარგი მოქალაქეა და ყველა თავმოყვარე ადამიანი მის გვერდით უნდა იდგეს”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დაკავებას არ ელოდება.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება
შემდეგი სტატია„ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა“