სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, თუ ეს ციფრი 21 მარტს იყო 266, დღეს 306-ია. განუცხადა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ. მისი თქმით, კარანტინში ჯამში 27 პირი გადაიყვანეს. მათგან 23 იძულებით, რადგან თვითიზოლაციის პირობებს არ ემორჩილებოდნენ. დანარჩენი ოთხი კი ის ადამიანები არიან, ვისაც არ ჰქონდა სახლში თვითიზოლაციის საშუალება.

მისივე განმარტებით, დღეისთვის რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ნანა ოდიშარიას თქმით, მესტიაში მოქმედ საკარანტინო სივრცეში ორი უცხოელი ტურისტი რჩება. რაც შეეხება ზუგდიდში საკარანტინო ზონების მოწყობას,მისი თქმით ამის საჭიროება დგას და უახლიეს დღეებში გახდება ამის შესახებ ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში არსებული სასურსათო ბაზრები და მიმდებარე ტერიტორია დეზინფიცირდა
შემდეგი სტატიამოეწყობა თუ არა ზუგდიდში საკარანტინე სივრცეები სამეგრელოში