მოეწყობა თუ არა ზუგდიდში საკარანტინე სივრცეები სამეგრელოში

მოეწყობა თუ არა ზუგდიდში საკარანტინე სივრცეები კორონავირუსის საფრთხის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ოდიშარიას თქმით, ამის საჭიროება არსებობს.

“ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. როგორც კი მოიძიებენ, აუცილებლად შეგვატყობინებენ”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

დღეისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში მხოლოდ ორი საკარანტინე სივრცეა მესატიაში, სადაც ორი უცხოეული ტურისტია მოთავსებული. მათ ამ დროისთვის კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი – სურსათის მიწოდების მთლიანი ჯაჭვი მუშაობს შეუფერხებლად და ეს არის სტრატეგიული ჯაჭვი, რომელიც ასეთ პირობებში უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად