სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება

პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

,,ისიც სახელმწიფო სტრუქტურებში მოდის კერძო სექტორიდან. აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მოგესხენებათ,  ჩვენი ერთ- ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და  მჯერა, ამ საქმეში ის შეძლებს დიდი წვლილის შეტანას”-განაცხადა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრმა რწმუნებულის მოადგილე დაასახელა. მისი განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტს ნინო ვიბლიანი დაიკავებს.

,,საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორის მოადგილეებსაც.  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნება ნინო ვიბლიანი,რომელიც დღემდე იკავებდა სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენლების პოსტს”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

 

გუბერნატორმა რწმუნებულები 6 რეგიონში წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა ექვსი ახალი გუბერნატორი წარადგინა
შემდეგი სტატიამერკელის ვიზიტი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობას სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს