მერკელის ვიზიტი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობას სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობას და გააღრმავებს თანამშრომლობას განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერის ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი.

„ფაქტი, რომ ანგელა მერკელი ჩამოდის საქართველოში, მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობას და გააღრმავებს იმ თანამშრომლობას, რაც ასევე წარმატებულია გერმანიასთან, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობას”,- განაცხადა ქაცარავამ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვერაზე საქართველოს საკითხი საერთოდ არ განხილულა, ქაცარავამ განაცხადა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ანგელა მერკელი ჩამოდის საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი”.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება
შემდეგი სტატიაე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა