პრემიერმა ექვსი ახალი გუბერნატორი წარადგინა

საქართველოს პრემიერმა 6 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა. ახალი რწმუნებულები მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება.  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად კი შალვა კერესელიძე ინიშნება.

ქვემო ქართლის რწუმნებულის თანამდებობაზე პრემიერმა შოთა რეხვიაშვილი დაასახელა. ის ოკუპრიებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

სამცხე ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე ბესიკ ამირანაშვილი დასახელდა. შიდა ქართლის კი გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.

იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი.
როგორც უკვე ცნობილია, პრემიერ მინისტრმა რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს გაცემულმა ორმაგი და მეტი ოდენობით დანამატმა 6 109 030 ლარი შეადგინა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება