სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტები COVID 19-ზე ადგილზე გაკეთდა

სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტები COVID 19-ზე ადგილზე გაკეთდა. დღეს ლაბორატორიაში 12 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ აღნიშნა თორმეტივე ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო.

აღსანიშნავია, რომ “პრაიმედის” მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელმაც დღეს დაიწყო COVID 19-ზე კვლევები, განმეორებითი კვლევა 14 დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ ი.ა-საც, რომელიც COVID 19-ით იყო ინფიცირებული.

“პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთად ერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესავბამისი კვლევები COVID 19-ზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით” -აცხადებს “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

banner
წინა სტატიაშიბატონო პრემიერო თქვენს ჩამონათვალში ობლად დარჩენილი ბავშვები არასოდეს არ ხვდებიან-წერილი პრემიერს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება