სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2020 22:16

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება

მნიშვნელოვანი

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება

სხვა სტატიები

,,რეგიონის მასშტაბით უკვე გაიცა 12 ათასზე მეტი ოჯახისთვის სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი. ამჯერად პროდუქტი რიგდება ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ დახმარებით, რომელიც გადაეცემა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სურსათის დარიგების პროცესი კვლავ გრძელდება. მოსახლეობის დახმარებას მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად ახორციელებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

რეგიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ერთად, სასურსათო პროდუქტი დაურიგდა საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდეს, რეგიონში შეუფერხებლად მუშაობენ უფასო სასადილოები, რომელთა ბენეფიციარები საკვებს შინ იღებენ.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2020 22:16

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics