სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაპირისპირება პაციენტის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის თანამშრომლის მითითებას მოჰყვა, რომელიც შინაგანა წესის დაცვას უკავშირდებოდა. დაცვის თანამშრომელს ამ წუთებშიც უტარდება ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:დასარტყმელი ინსრტუმენტები-თეა წულუკიანი, როიალთან-ელისო ბოლქვაძე!
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები