კახა მიქაია:დასარტყმელი ინსრტუმენტები-თეა წულუკიანი, როიალთან-ელისო ბოლქვაძე!

გიხაროდენ!!!ელისო ბოლქვაძე: “თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში. მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი
ახლა წარმოვიდგინე, ,,საკანონმდებლო ორგანიზაციაში,” ქალბატონი ბოლქვაძე ასე მოიხსენიებს საქართველოს პარლამენტს, როგორ დგას სადირიჟორო პულტთან ,,საკანონმდებლო ორგანიზაციის” თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და როგორ იწყება ფელინის ,,ორკესტრის რეპეტიცია!!!” პირველი ვიოლინო- ირაკლი კობახიძე, მეორე ვიოლინო- მამუკა მდინარაძე, კლარნეტი-დავით მათიკაშვილი, კონტრაბასი-ანრი ოხანაშვილი, ჩასაბერი ინსტრუმენტები: ლადო კახაძე და სოზარ სუბარი, დასარტყმელი ინსრტუმენტები-თეა წულუკიანი, როიალთან-ელისო ბოლქვაძე!
ისმის მოცარტის მეთორმეტე საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად და პირველი ჰანგების გაჟღერებისთანავე, სულიერ ამაღლებას განიცდის და ,,საკანონმდებლო ორგანიზაციასთან” სრულ ჰარმონიაში მოდის ,,დვაჟდი” პარლამენტარი, სამეგრელოს იმედი და სიამაყე, ინგირელი სენატორი ედიშერ თოლორაია…
P.S. მე ვიყო ბრამსი!!!

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშივოლსკი – „სამართლიანი არჩევნები“ არ უნდა იყოს დაგმობილი თავის საქმიანობაში, მაგრამ საფუძვლიანია ეჭვი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდნენ
შემდეგი სტატიასამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს