თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ და ვის დაენიშნება “რემდესივირით” მკურნალობა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რემდესივირს მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებთან გამოიყენებენ. ცერცვაძე ამბობს, რომ ეს პრეპარატი ყველა ავადმყოფისთვის საჭირო არ არის და ავადმყოფების ნაწილისთვის მისი გამოყენება არ შეიძლება.

უფრო კონკრეტულად, ცერცვაძე განმარტავს, რომ “რემდესივირი” ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებულია, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება”. მისივე თქმით, თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც “რემდესივირი” სჭირდება.

“ვის სჭირდება რემდესივირი? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია…

გულის დაწყვეტა ნუ გვექნება და ნუ შევაწუხებთ, მათ შორის ავადმყოფის ახლობლები ექიმებს. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე რემდისივირის გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია. გარდა ამისა, რემდისივირი ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ. ის არის ანტივირუსი მედიკამენტი, მას ვაძლევთ პაციენტს იმისთვის, რომ ვირუსი არ გამრავლდეს”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
შემდეგი სტატიაკორონაკომედია – ექიმებს ცოცხალი პაციენტი გარდაცვლილში შეეშალათ და ახლობლებს კუბო აყიდვინეს