სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია მიიღო

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია მიიღო.

კვლევის პირველი შედეგების შემდეგ, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია მიიღო:

კერძოდ, ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ, ფორმა N IV- 100-ში მხოლოდ სამკურნალო საშუალებები შეიტანონ და არაბიოლოგიურად აქტიური დანამატები; არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაცია მიეცეს ექიმს, პრეპარატების გამოწერისას ყურადღება მიაქციონ მის ფასს, ვინაიდან მთელ რიგ შემთხვევაში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს; მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს, რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები; მოხდეს უწტვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი.

banner
წინა სტატიაშიერეკლე კოდუას განაჩენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკანონპრექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციის გამარტივებას ითვალისწინებს, პარლამენტს გადაეგზავნა