სამების ტაძარში ორშაბათობით ბავშვებისთვის პარაკლისი შესრულდება

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

ყოველ ორშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი აღევლინება. ხვალ, პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 17.00 საათზე აღავლენს, ლოცვა კი 16.00 საათზე დაიწყება. ბავშვებისათვის პარაკლისის აღდგენის ინიციატივით ილია მეორე გამოვიდა. “ჩვენ გვქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის. ჩვენ მათ სიონში ვლოცავდით, მინდა, რომ ეს წესი აღდგეს. დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს გაძლიერებული ლოცვა და დალოცვა. ამიტომ ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და იქნება ლოცვა ბავშვებისათვის. ლოცვა 4 საათზე დაიწყება, პარაკლისი დაიწყება 5 საათზე. 5 საათისათვის უნდა მობრძანდეთ თქვენი ბავშვებით და პარაკლისს მე თვითონ შევასრულებ”, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების თანამშრომელთა რეზერვის შესაქმნელი ტესტირება იმართება
შემდეგი სტატიაგლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება