გლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება

გლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ნარმანიას განცხადებით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ სტადიონის ნაცვლად 16 საერთულიანი შენობის აშენება მიზანშეწონილი არ არის.

თბილისის მერის განცხადებით სტადიონი კვლავ იქნება, ხოლო მესაკუთრესთან გია ქუფარაშვილთან კი უახლოეს დღეებში შეხვედრა გაიმართება და მისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ იმსჯელებენ.

გლდანში საფეხბურთო სტადიონთან იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში ორშაბათობით ბავშვებისთვის პარაკლისი შესრულდება
შემდეგი სტატია,,მრავალი განსაცდელი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ გადარჩა და ღვთის მადლით გამარჯვებული იქნება”