მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას ამ წუთებში, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.
ქრისტეს მოწაფეთა შორის წმინდა პეტრესა და წმინდა პავლე მოციქულებს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.
წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.
პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. იგი 27 ივნისს დაიწყო და დღეს გახსნილდება.