„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე უნდა იმსჯელოს. გამოძიება მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკბვიანს, რომლებიც დაკავებულნი არიან, დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვაში ედავება.

გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში გუშინ დაკითხვაზე არ გამოცხადდა, პროკურატურის ცნობით იგი მიმალვაშია, სწორედ ამიტომ სისხლის სამართლებრივი პროცედურები მის დაუსწრებლად ჩატარდება, გამოძიებამ მასზე ძებნა უკვე გამოაცხადა. მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნებისმიერი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვს. სხვა უფლებადამცველები უკიდურეს შემთხვევაში გირაოზე თანახმა არიან.

ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. საქმის მასალები ადვოკატებს დღის ბოლოს გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა ერთი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს