ცესკო ევროპის საბჭოსგან 40 ათასი ევროს დაფინანსებას მიიღებს

2016-2018 წლების არჩევნების მხარდასაჭერად, ევროპის საბჭო ახალ პროგრამას ახორციელებს.

საარჩევნო პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია და ის მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის, აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პირველად მიიღებს მიზნობრივ გრანტს, რომელიც ცესკო-ს პროექტის “საარჩევნო განვითარების სკოლის” განხორციელებას მოხმარდება.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, სკოლები საქართველოს 20 რეგიონში გაიხსნება.

“წელს არის პირველი პრეცედენტი და ცესკო მიიღებს პირდაპირ გრანტს საარჩევნო სკოლების განვითარებისთვის. ამ გრანტის ფარგლებში, ცესკო 40 ათას ევროს მიიღებს ევროპის საბჭოსგან. ევროპის საბჭოსთან ერთად, ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის დახმარება სამართლებრივ და ასევე, საკომუნიკაციო საკითხებში” , – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით კი, აღნიშნული პროგრამა მხარს დაუჭერს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.

კრისტიან ურსეს ინფორმაციით, ორგანიზაციის მთავარი პარტნიორები ცესკო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური იქნებიან.

“ჩვენ ვიმუშავებთ მრავალი მიმართულებით. ფოკუსირებას გავაკეთებთ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებაზე, ისევე, როგორც ქალი პოლიტიკოსების კანდიდატების შემთხვევაში. ასევე, ქალი ამომრჩევლების უფრო მეტი აქტიურობის თვალსაზრისით. ასევე, ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაძლიერებაზე. ვითანამშრომლებთ რეგიონულ მედიასთან, რათა ხელი შევუწყოთ მედიაპლურალიზმის განვითარებას, არჩევნების უფრო მეტი პროფესიონალიზმით გაშუქებისთვის” – განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო კითხვების გვერდი შექმნა