სამებაში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა

დღეს დიდი ხუთშაბათია. სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 12 მღვდელს სიმბოლურად ფეხი დაბანა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. 12 სახარების კითხვა კითხვა სამების ტაძარში 19:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“ძალიან მკვეთრი ზომებია მისაღები” – ირაკლი კობახიძე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურის სამინისტროში წმენდა გრძელდება – ირაკლი მატკავა გაათავისუფლეს!