“ძალიან მკვეთრი ზომებია მისაღები” – ირაკლი კობახიძე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

„კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი დღეს, ტყიბულის შახტაში დაღუპული ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კანონმდებლობაზე და აქაც უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია. ამიტომ, ჩვენ ჩვენი მაქსიმალური ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიების პრევენცია მოხდეს. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიმერია თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს
შემდეგი სტატიასამებაში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა