ინფრასტრუქტურის სამინისტროში წმენდა გრძელდება – ირაკლი მატკავა გაათავისუფლეს!

რამდენიმე წუთის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ყოფილი მინისტრის გიორგი ალავიძის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი ირაკლი მატკავა. გიორგი ალავიძის მინისტრობის დროს ირაკლი მატკავა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ალავიძის გადადგომის და ცქიტიშვილის დანიშვნის პირველსავე დღეს ახალმა მინისტრმა ირაკლი მატკავა დააქვეითა მოადგილის რანგში, დღეს კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები დაინიშნა: ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე.

banner
წინა სტატიაშისამებაში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა
შემდეგი სტატიადაურ კოვე:ქართული მხარე სოხუმის კინოფესტივალზე ზეწოლას ახორციელებს