“სამძრახისია ეს, ათონის სიმონაპეტრეს მონასტერშიც გაიგებენ და შესვლასაც აგიკრძალავენ”

“არ შეიძლება ათონის მთას შეაწმინდო ხელი და პასუხისმგებლობა მოიხსნა, ჩვენს საქართველოს ეკლესიას არ ეკუთვნის დაკავებული ბერიო. როდესაც ეს ბერი (მონაზონი) ზუგდიდის მიტრ. გერასიმეს კურთხევით და რეკომენდაციით გაიგზავნა ათონზე და საკუთარი ხელითვე აღკვეცა მონაზვნად მიტრ. გერასიმემ ათონზევე, იმისათვის რათა ათონური სამონაზვნო გამოცდილებით დაბრუნებულიყო ზუგდიდისავე ეპარქიაში მონაზვნობის გასაძლერებლად.

ესაა ათონის მთის შეურაცხყოფა და პასუხიმგებლობის საქართველოს ეკლესიიდან (მისი მიტროპოლიტიდან) ათონის წმინდა მთისათვის გადაბრალება, დეკანოზო ანდრია ჯაღმაიძევ. სამარცხვინო და სამძრახისია ეს, ათონის სიმონაპეტრეს მონასტერშიც გაიგებენ და შესვლასაც აგიკრძალავენ, ან რა ნამუსით შეხვალთ, მამაო?”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიუალკოჰოლო სასმელების მარკირების თაობაზე მეწარმეების წერილს ბიზნესომბუდსმენის სწრაფირეაგირება მოჰყვა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ნინო ბურჯანაძის მოსკოვში წასვლაში არაფერი ახალი არ არის