თამარ ჩხეიძე: პუტინმა ამ დღეებში საქართველოში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა

პუტინმა ამ დღეებში საქართველოში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა:-ოპერაცია – გავრილოვის მიზანი წარმატების შემთხვევაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ოკუპანტის ამოცანისთვის. ეს ამოცანა აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობასთან საქართველოს შერიგება და ამ ახალი რეალობის ფონზე ოკუპანტთან ჩახუტებაა.

სწორედ ამის დემონსტრაცია იქნებოდა საქართველოს პარლამენტში გავრილოვის ქადაგება თავმჯდომარის სავარძლიდან. ამ ოპერაციისთვის წინასწარ ხელსაყრელი ფონის შექმნას ემსახურებოდა წყვილის – ლგტბ -“კომბლეების” გააქტიურება, რომელსაც უნდა გაეძლიერებინა ცნობილი რუსული ნარატივის შესაბამისი განწყობა: – “დასავლეთი ჩვენთვის უცხო და მიუღებელ ჰომოსექსუალიზმს გვახვევს თავს, ხოლო ერთმორწმუნე რუსეთი პირიქით ამას ებრძვის, შესაბამისად ის გვირჩევნია”..მაინცდამაინც ვერც გეგმის ამ პირველმა ნაწილმა იმუშავა, ხოლო გავრილოვის ტურნე ოპოზიციის სწრაფი და ოპერატიული მოქმედების წყალობით , რასაც როგორც ჩანს ხელისუფლება არ ელოდა, დიდი ხმაურით ჩაიფუშა და სწორედ დასახული მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო: ქართული საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების აღორძინება და მთელი მსოფლიოს წინაშე ოკუპაციის საკითხისადმი ყურადღების ეფექტური მიპყრობა.

რაც შეეხება 20 ივნისის რბევას მომიტინგეებთან ასეთი სასტიკი ანგარიშსწორება 9 აპრილის შემდეგ არ მინახია. .ეს წარმოუდგენელი ბოროტმოქმედება ცალკე საკითხია, რომელსაც სამართლებრივი შეფასება და შედეგები უნდა მოყვეს.ასეთი გასაოცარი სისასტიკით, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებამ პუტინს მოაწონა თავი და აჩვენა აი თქვენს მოწინააღმდეგებს როგორ გავუსწორდიო-წერს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის
შემდეგი სტატიასამარცვხინო და უპასუხისმგებლო სასულიერო პირები დეკანოზ შალვა კეკელიას სახით ვაჟკაცობაზე დებენ თავს